მოგესალმებათ Tlab - შპს მოგზაურთა ლაბორატორია,ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს კლიენტების დახმარებას მოგზაურობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში, ავიაბილეთების და სასტუმროების ხელმისაწვდომობის განსაზღვრას. ტერმინები “ჩვენ”, “ჩვენი”, “tlab.ge”, “travelers lab” გულისხმობს შპს “მოგზაურთა ლაბორატორია”. ტერმინი “თქვენ” გულისხმობს კლიენტს. 

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ მოცემულ წესებს და პირობებს, რადგანაც ისინი შეიცავენ მნიშვნელოვან ინფორმაციას დავების მოგვარების შესახებ !! 

აკრძალული ქმედებები : 

 ყველანაირი მასალა და ინფორმაცია წარმოდგენილი საიტზე გვეკუთვნის ჩვენ ან ჩვენს მომწოდებლებს, პროვაიდერებს. თუმცა შეგიძლიათ გაავრცელოთ ან გააკეთოთ მარშრუტის ასლები(და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები), არ გაქვთ უფლება შეცვალოთ, აღადგინოთ, მიისაკუთროთ, გაყიდოთ რაიმე სახის ინფორმაცია, პროდუქტი თუ სერვისი შეძენილი ჩვენი საიტის ან კომპანიის მეშვეობით . 

 გარდა ამისა თქვენ ეთანხმებით რომ : 

 1. არ მოითხოვთ (ნებისმიერ) სპეკულაციურ, ყალბ ან თაღლითურ დაჯავშნას ან მსგავს პროდუქტს.

 2. არ გადაიტანთ ან მიისაკუთრებთ ნებისმიერ ინფორმაციას ან გვერდის ნაწილის.

 მომწოდებელი: 

 დამატებითი წესები და პირობები მოქმედებს ჯავშნებზე და მასთან დაკავშირებულ ყველა პროდუქტზე თუ მომსახურებაზე, მომწოდებელის მხრიდან. წესების წაკითხვა შესაძლებელია დაჯავშნის პროცესში, გთხოვთ წაიკითხოთ ეს წესები ჯავშნის პროცესში. პროდუქტის ან მომსახურების შეძენისას თქვენ ეთანხმებით მომწოდებლის წესებსაც.

 მომწოდებელს აქვს უფლება ნებისმიერ დროს, გაუფრთხილებლად შეცვალოს ფრენის ფასი, ფრენის დრო ან გააუქმოს ფრენა, აღნიშნულის შემთქვევაში იქნებით ინფორმირებული. იმ შეთხვევაში თუ თქვენ დროულად არ განახორციელებთ გადახდას ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გავაუქმოთ ჯავშანი.

 მომხმარებლის პასუხისმგებლობა :

 თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა უზრუნველყოთ თქვენი საბუთების წესრიგში ყოფნა. თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ უცხო ქვეყანაში შესვლის ყველა მოთხოვნილებას, ვიზა, პასპორტი და ა.შ. გთხოვთ ბილეთის შეძენამდე დარწმუნდეთ რომ თქვენი პასპორტი წესრიგშია და თქვენ აკმაყოფილებთ ყველა არსებულ მოთხოვნას. 

 საიტზე დამოუკიდებლად ბილეთის შეძენესისას თქვენ თავზე იღებთ ყველანაირ პასუხისმგებლობას. 

 პასუხისმგებლობის უარყოფა: 

 1.ჩვენ არ ვართ პასუხისმგებლები თქვენს მისერი მოწოდებული ინფორმაციის უზუსტობაზე. 

 2.ასევე არ ვართ პასუხისმგებლები მომწოდებლების შეცდომებზე, რომლების სრულიად დამოუკიდებელი კომპანიერი არიან. 

 3. არ ვართ პასუხისმგებლები ავიაკომპანიის მიერ რეისის გადადებაზე, დაგვიანებასა და გაუქმებაზე. 

 4.ჩვენი კომპანიის პასუხისმგებლობაში არ შედის მგზავრის ქვეყანაში შეშვების საკითხი.

 ჩვენი პასუხისმგებლობა :

 ჩვენ მიერი, ანუ ჩვენი ოპერატორების მიერ დაშვებულ ნებისმიერ შეცდომაზე პასუხისმგებელი არის შპს " მოგზაურთა ლაბორატორია ".

მადლობას გიხდით შპს მოგზაურთა ლაბორატორია.

ცოტნე დადიანის #7, 579873232

ს/კ 416345734